„ბევრად დიდ ტრაგედიას მივიღებდით, მუხრუჭებს რომ არ ემუშავა – ბევრი ლიფტი საბჭოთა დროიდანაა დამონტაჟებული და მათი უმეტესობა არ მოწმდება“
„დიდი ალბათობით, სათადარიგო მუხრუჭებმა მაინც იმუშავა. მუხრუჭებს საერთოდ რომ არ ემუშავა, ბევრად უფრო დიდ ტრაგედიასთან გვექნებოდა საქმე“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალური დირექტორი სანდრო შელია სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის საკითხს.
შეგახსენებთ, წუხელ ღამით სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 6-დან 5 მოზარდი იყო. მათივე ცნობით, ლიფტი მეცხრე სართულიდან ჩავარდა. შემთხვევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. მოზარდებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ და კლინიკიდან მალევე ბინაზე გაეწერნენ.
