Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

September 30, 2026
მარნეულში კაცი დაჭრეს

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის – „TikTok“-ის ყალბი ანგარიშების და „whatsapp”-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა.

დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას და ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაუგზავნა მის დედას.

მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, გამოყენება და გავრცელება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.

“აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს” – წერს საქართველოს პროკურატურა გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს…” – ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • საჯარო სექტორში ხელფასები 8.4%-ით იზრდება – 2027 წლის წლის ბიუჯეტის პროექტი
  • “საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან” – საქართველოს ეროვნული ბანკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge