ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში კიდევ ერთი სკოლა დაიკეტა – 227 მოსწავლე სწავლას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.
ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ შუხუთის სკოლის შემდეგ, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ლანჩხუთში მეორე საჯარო სკოლაა, რომელმაც ფუნქციონირება, ახალი სასწავლო სეზონის განახლების შემდგომ შეწყვიტა.
“ჯერ ვერ გეტყვით, მოხდება დემონტაჟი შენობის და ახლის აშენება, თუ ამ შენობის რეაბილიტაცია, სკოლა რომ ამორტიზებულია ეს ყველამ ვიცით – დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან – რეაბილიტირება დაიგეგმება თუ ახლის აშენება – ამ წუთში სწავლის ონლაინ რეჟიმზე ვართ გადასული” – თქვა სკოლის დირექტორმა, ტარიელ ჯიჯიეშვილმა.
