რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიან პატიმრობაში გაუშვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ციხის დატოვების შემდეგ ალექსანდრე პოპოვს ქვეყნოდან გააძევებენ.
თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით დააკავეს.
