Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა…” – რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე

September 30, 2026
“ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა…” – რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე

ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა – მე ჯერ არ მომისმენია, ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ არსებული კორუფციული ბრალდებები უარეყო და ეთქვას, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტისაგან ფული არ მოუპარავს, – ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კარგად ახსოვს, „ღარიბაშვილის ქება-დიდება გახარიასა და სხვა ლიდერებისადმი, რომლებიც დღეს ციხეებში არიან გამომწყვდეულები“. მან აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვისაც დაკავებული მაღალჩინოსნები არ „ლანძღავენ“, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ისინი შეარჩია.

„ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა. მე და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს იგივე ღარიბაშვილის ქება-დიდება გახარიასა და სხვა ლიდერებისადმი, რომლებიც დღეს ციხეებში არიან გამომწყვდეულები. ერთადერთი ვისაც ისინი არ ლანძღავენ და აგინებენ, არის ის ადამიანი, რომელმაც ის ხალხი შეარჩია, რომლებიც ძალიან ბევრი ფულის მითვისებაში აღმოჩნდნენ მხილებულები. იმის გამო, რომ როგორც თავად ამბობენ, ვიღაცამ ვიღაც გადააგდო, მოატყუა, საკმარისი ფული არ აშოვნინა და ა.შ. ძირითადად, ამ ნიადაგზე ჩხუბობენ ერთმანეთში. მე ჯერ არ მომისმენია ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ არსებული კორუფციული ბრალდებები უარეყო და ეთქვას, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტისაგან ფული არ მოუპარავს. ტოტალურ ქურდებთან და კორუფციონერებთან გვაქვს საქმე „ქართულ ოცნებაში“ და მისი თითოეული ყოფილი თუ ახლანდელი წარმომადგენელი რას იტყვის, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება
  • ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოქალაქეებს აფრთხილებს
  • “მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი – 14 წელი ოპოზიციური ერთობის წრეზე ვიარეთ და ვნახეთ, რომ ერთადერთი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, არის სააკაშვილი, მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი” – ანა წითლიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge