Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საიდან გაჩნდა მის სახლში უზარმაზარი, დაუსაბუთებელი ქონება” – ღარიბაშვილის კითხვას, “ქართული ოცნება” კითხვითვე პასუხობს

September 30, 2026
“საიდან გაჩნდა მის სახლში უზარმაზარი, დაუსაბუთებელი ქონება” – ღარიბაშვილის კითხვას, “ქართული ოცნება” კითხვითვე პასუხობს

ირაკლი ღარიბაშვილის კითხვას, “ქართული ოცნება” კითხვითვე პასუხობს – თუკი ექს პრემიერს აინტერესებს, კობახიძის მმართველობის პირობებში ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა, პარტიის მოქმედი წევრები სვამენ კითხვას, საიდან გაჩნდა ღარიბაშვილის სახლში მილიონები.

“შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის გამო, ბევრი კითხვა გაუჩნდა. აქვს დრო, რომ ბევრ რამეზე იფიქროს, ასევე, დაწეროს საკუთარი პოლიტიკური მემუარები, განვლილი ცხოვრება, კი ბატონო, მაგრამ მთავარი კითხვა, რასაც პასუხი სჭირდება არის, საიდან გაჩნდა მის სახლში უზარმაზარი დაუსაბუთებელი ქონება”- თქვა თემის კომენტირებისას ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, სანამ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხები არ გაეცემა, ყველაფერი დანარჩენი არის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების და კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავის არიდების მცდელობა.

მისი წერილები შეიძლება საინტერესო იყოს პოლიტიკური მემუარებისთვის, მაგრამ მთავარ კითხვებზე კვლავ გაუცემელია პასუხი. რამდენიც არ უნდა სცადოს, გადაიტანოს ყურადღება სხვაზე, იტრაბახოს რაღაც-რაღაცებით და ყველაფერი თავის პოლიტიკურ საქმიანობას დააბრალოს, ეს მისი გადასწყვეტია და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სწორია თუ არაა მართალი. მთავარი კითხვა, რაზეც არ არის პასუხი გაცემული და იმედია, შემდეგ წერილებში პასუხი გაეცემა, არის, თუ საიდან გაჩნდა მის სახლში დაუსაბუთებელი უამრავი ქონება. სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, არასერიოზულია ყველაფერი დანარჩენი. შეიძლება ისტორიკოსებისთვის, თუ მისი უშუალო პოლიტიკური მემუარებისთვის ეს საინტერესო წერილებია, მაგრამ მთავარი კითხვებს, რაც საზოგადოებაში არის, არ აქვს პასუხი გაცემული,” – განაცხადა მახაშვილმა.

გუშინ 29 სექტემბერს პატიმრობაში მყოფმა ექსპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მერვე წერილი გამოაქვეყნა. მან ამჯერად საკუთარი პრემიერობის დროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ბოლოს დასვა კითხვა: „ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
  • “რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია
  • “შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება – 2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით მოიმატებს”- რას ამბობს პაატა კვიჟინაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge