Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიციამ უნდა დაამთავროს ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა, დაამთავროს ოპოზიციაში ჩერგოლეიშვილობა, რომლის ერთადერთი საქმეა, სხვა პარტიები ლანძღოს”- რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

September 30, 2026
” ამის გარდა არაფერი არ აქვთ საკეთებელი, როცა ყოფილი პრემიერი სდებთ ბრალს უმძიმეს დანაშაულებში?” – რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

„ქართული ოცნება“ თავისი ძალადობრივი პოლიტიკით და პროპაგანდით აპელირებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში კინკლაობს, რომ ამ ოპოზიციას კოალიციური მართვა არ შეუძლია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მართებს მეტი ძალისხმევა, მეტი რესურსის ჩადება, საზოგადოებას კი მართებს მეტი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.

„უნდა დამთავრდეს ზღაპარი – პარტიები არ გვინდა. აბა, მაშინ როგორ ცვლიან ხელისუფლებას? მაშინ თავად უნდა შექმნან ახალი პარტიები. ოპოზიციამ უნდა დაამთავროს ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა, დაამთავროს ოპოზიციაში ჩერგოლეიშვილობა, რომლის ერთადერთი საქმეა, სხვა პარტიები ლანძღოს. ბოლო თვეების განმავლობაში, მის არცერთ კრიტიკასა და ლანძღვას არ ვპასუხობ, მაგრამ ვუყურებ, რომ „იმედის“, „ რუსთავი2“-ის მთავარი ვარსკვლავია ოპოზიციურ ველზე.

ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ თავისი ძალადობრივი პოლიტიკით და პროპაგანდით აპელირებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში კინკლაობს, რომ ამ ოპოზიციას კოალიციური მართვა არ შეუძლია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგო. ივანიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია დაპირისპირებაშია, ჩვენ უნდა ვაშენოთ ხიდები ერთმანეთთან, ჩვენ უნდა ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, ერთმანეთი არ ვლანძღოთ, ანუ რასაც „ლელო ძლიერი საქართველო“ აკეთებს – არ პასუხობს არავის გინებას და კრიტიკას. ჩვენ დავდივართ რეგიონებში. ყველაზე რთულია დღეს რეგიონებში მუშაობა, თბილისში მარტივია, ისედაც ოპოზიციური ქალაქია. რეგიონებში, ისეთ მიუვალ სოფლებში ჩავდივართ, პოლიტიკოსის ფეხი რომ არ დადგმულა, ვამხელთ კორუფციას, ვამხნევებთ ადამიანებს“, – განაცხადა კუპრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სესხის აღება გაუძნელდებათ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ეროვნულ ბანკს ავიწყდება, ხელფასებმა რომ მოიმატა, მოიმატა ფასებმაც – ოფიციალური სტატისტიკითაც კი ფასები გაორმაგდა…”- რას ამბობს რომან გოცირიძე
  • “შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად”- რას ამბობს გენადი არველაძე
  • “ირაკლი ღარიბაშვილი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ის იყო სახელმწიფოს დამაარსებელი”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge