Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას” – რას ამბობს სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული

September 30, 2026
“23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას” – რას ამბობს სასამართლოში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს თელავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა შველიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ელიკო ასაბაშვილი მას არ მოუკლავს. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას 3 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

“23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. „დამიგულეს“ უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე “მტენიან”, – განაცხადა პროცესზე შველიძემ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციამ სცემა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორმა გიორგი გაგნიძემ მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 21 სექტემბერს ელიკო ასაბაშვილს მისსავე საძინებელში ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში, მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლი დაწვა.

საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმართვას ავრცელებს
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს…” – ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge