Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„3 საათი იყო, როცა სახლში მივედი…“ – რა თქვა სასამართლო პროცესზე 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა

September 30, 2026
პროკურატურა სანიტარის საქმეზე, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოიტანა.

23 წლის ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე მან სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

„მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. დაიბარეს ჩემი სიძე, შენი მანქანის ნომერი დაფიქსირდაო. დამიგულეს, უპატრონო ბიჭიაო, გაჭირვებულიაო, მე მტენიან ახლა. მთლიანი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ მე არაფერი დამიშავებია“,- განაცხადა ბრალდებულმა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა მისსავე საძინებელში ხის ჯოხითა და დანით, სახისა და კისრის არეში, მრავალჯერადი დარტყმა მიაყენა მოხუც ქალს, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

მტკიცებულებების განადგურების მიზნით, ბრალდებულმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული რამდენჯერმეა ნასამართლევი და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასასამართლო სხდომა 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • „3 საათი იყო, როცა სახლში მივედი…“ – რა თქვა სასამართლო პროცესზე 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა
  • ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge