Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

September 29, 2026
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ირანთან დაკავშირებით საუბრობს.

განცხადებაში მთავარეპისკოპოსი იხსენებს 2001 წელს, ირანის პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის, მიწვევით, პატრიარქ ილია II -ის ვიზიტს ირანში.

ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ , – დაწერა წმინდა სინოდის წევრმა რამდენიმე წუთის წინ.

მეუფე ზენონის თქმით, თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია, შესაბამისად, მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა და კეთილმეზობლობის ნათელი გამოხატულება იქნება, თუ ეს ტაძარი წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელზე ამოქმედდება და ქართველ სასულიერო პირს წელიწადში ერთხელ მაინც, იქ საღვთო ლიტურგიის აღსრულების უფლება მიეცემა.

„2001 წელს, ირანის პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის, მიწვევით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ირანს ეწვია. ვიზიტი კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის ეგიდით გაიმართა. ამ ვიზიტის დროს მეც ვახლდი კათოლიკოს-პატრიარქს.

ირანმა ჩვეული აღმოსავლური სტუმართმოყვარეობითა და მაღალი კულტურით გვიმასპინძლა. ოფიციალურ შეხვედრებსა და ფერეიდანის ქართველებთან სტუმრობასთან ერთად, პროგრამა ისპაჰანსა და თეირანში შაჰების სასახლე-მუზეუმების მონახულებასაც ითვალისწინებდა. ძვირფასი ექსპონატებით სავსე დარბაზებს რომ მივუყვებოდით, გზადაგზა კედლებიდან იმ შაჰების პორტრეტები დაგვყურებდნენ, რომელთა სახელებიც ჩვენს მატიანეებში ჩვენი წინაპრების ცრემლსა და სისხლთან არის დაკავშირებული. ყველას სახეზე დარდი და წუხილი გვეტყობოდა. ვთქვით: ჩვენთვის მძიმეა ამ შაჰების პორტრეტების ცქერა, ისინი ხომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სამშობლოს აოხრებდნენ და მოსახლეობას უმოწყალოდ ხოცავდნენ.

ჩვენმა თანმხლებმა, მაღალი რანგის სასულიერო პირმა აიათოლამ, გვიპასუხა: „სრულიად მესმის და გითანაგრძნობთ. ირანის შაჰებმა ბოროტების გზით იარეს.“ ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. დიახ, ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ.

ამ ტკივილის ნათელი სახეა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, რომელიც 1624 წელს შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით აწამეს. რაოდენ დიდი მცდელობაც არ უნდა იყოს, ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში კახთა დედოფლის დრამატულ და ეპიკურ სახესა და სახელს ვერაფერი გადაასხვაფერებს. ყველა წერილი და დოკუმენტიც რომ ეჭვქვეშ დადგეს, ვერაფერი ჩაანაცვლებს მისი ძის, მეფე-პოეტ თეიმურაზ I-ის იმ ტკივილითა და სიმართლით დაწერილ სიტყვებს, რომლებიც მან 1629–1634 წლებში, ცრემლნარევი მელნით ფურცლებზე დაიტანა:

„რა შაჰ-აბაზ შეუთვალა შირაზისა ხალარ-ხანსა:

შენ ქეთევან დედოფალსა ნუ აცოცხლებ დიდსა ხანსა…

იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,

მეტად გაკვირდა, ესე თქვა: მისი რა საკადრონია?

ვიცი, რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,

თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?…

მათ აწამეს წმინდა ესე სეკდენბერსა ათორმეტსა.”

თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია. ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა და კეთილმეზობლობის ნათელი გამოხატულება იქნება, თუ ეს ტაძარი წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელზე ამოქმედდება და ქართველ სასულიერო პირს წელიწადში ერთხელ მაინც, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, იქ საღვთო ლიტურგიის აღსრულების უფლება მიეცემა. ამ დღეს ღვთის წინაშე მოიხსენიებდნენ და პატივს მიაგებდნენ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც აღმოსავლეთ საქართველოდან ირანის შაჰთა მიერ იძულებითი გადასახლებისას უმძიმეს გზაზე დაიღუპა, ვინც უცხო მიწაზე აღესრულა და რა თქმა უნდა, მათაც, ვინც დღეს ამ სასაფლაოზე განისვენებს.

ხალხთა შორის ნამდვილი კეთილმეზობლობა მაშინ იბადება, როდესაც ერთი ერის ტკივილს მეორე ერი გულით ისმენს, წარსულის სიმართლეს პატივს მიაგებს და გარდასულთა ხსოვნას ლოცვითა და კეთილი საქმით პასუხობს. ასე გადადის ისტორიული მეხსიერება მტრობის მემკვიდრეობიდან ურთიერთპატივისცემის, გულისხმიერებისა და მშვიდობის გზაზე“, – წერს მეუფე ზენონი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყურძნის ჩაბარების სკანდალი – რა დევს საქმეში
  • გელა ხასაია აქციაზე მივიდა
  • “მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა”- რას ამბობს ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge