“ქართული ოცნება” ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეოს რეგირებას ელოდება. ამის შესახებ დღეს ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიის შეცვლა ან სხვაგვარად წარმოჩენა მიუღებელია და დარწმუნებულია, რომ უწყება საკითხს გამოეხმაურება.
ჩვენ, ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით რეალობა და თუ ვიცით ჩენ ეს რეალობა, ბუნებრივია და ცალსახაა, ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მე დარმწუნებული ვარ, რომ ამაზე იქნება რეაგირება.
ჩვენს საათებზე არის დღის პირველი ნახევარი, ჩვენ დაველოდებით რეაგირებას ჩვენი ისტორიის სწორი ხაზი რაც არის და რაც ჩვენ ვიცით, ბუნებრივია, ამის ვერც შეცვლა და ვერც სხვაგვარად წარმოჩინება ვერ და არ იქნება, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა არ გამოხმაურებია საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას. ალი მოჯანიმ ირანის საელჩოს ფასადზე ქეთევან წამებულის გამოსახულება გაანათა და დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.
ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.
