ვალერი მელაძის კონცერტი პრაღაში ინციდენტით დასრულდა. 61 წლის არტისტმა დარბაზში შეკრებილებს მიმართა მას შემდეგ, რაც მაყურებელ ქალებს შორის ჩხუბი შენიშნა. მომღერალმა აუდიტორიას მოუწოდა, შეეწყვიტათ ხმაური და სხვების მიმართ უპატივცემულობა არ გამოეჩინათ.
“აქ რაღაც ჩხუბია… ეს კონცერტია! ყველა ჯანდაბაში წასულა, ვინც აქ არეულობა მოაწყო! იდიოტები ნუ იქნებით! დაიშალეთ! კიდევ ცდილობთ, ვიღაცას რაღაც აუხსნათ. ყველას გიყურებთ“, – მიმართა მელაძემ მაყურებლებს.
როგორც კონცერტის თვითმხილველები აცხადებენ, ემოციური მიმართვის შემდეგ მომღერალმა სცენა დატოვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ვალერი მელაძე ბოლო წლებში აქტიურად მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მომღერალი ესპანეთში მეუღლესთან, ალბინა ჯანაბაევასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.
მელაძისა და ჯანაბაევას ურთიერთობა 2000-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში მომღერალი ირინა მალუხინაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც სამი ქალიშვილი ჰყავს. ვალერი მელაძე წარსულში ამბობდა, რომ პირველ მეუღლესთან ურთიერთობა ალბინასთან შეხვედრამდე დაეძაბა.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. ბოლო პერიოდში მედიაში მათი შესაძლო დაშორების შესახებაც გავრცელდა ცნობები, თუმცა ჯანაბაევამ განქორწინება უარყო და მეუღლესთან ურთიერთობაში არსებულ ჰარმონიაზე ისაუბრა.
