საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. მხოლოდ სექტემბრის თვეში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 19-დან 50 თეთრამდე გაიზარდა. ღირებულების ყველაზე მკვეთრი ზრდა დიზელზე დაფიქსირდა.
ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები 8-ჯერ დაკორექტირდა. სუპერის ფასი 4 ლარი და 55 თეთრია, ევრო დიზელის – 4 ლარი და 89 თეთრი.
საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების თქმით, მდგომარეობა უკვე იმდენად გაუსაძლისია, მათ ან ავტომობილების გაჩერება მოუწევთ, ან ფასების გაზრდა.
ჩვენ მალე გავჩერდებით მძღოლები, ვიცი და მეტი ვისთვის რა გაძვირდა, ვერ გეტყვით, – ამბობენ ისინი.
კალონკებზე ხომ ატყობთ რაც არის, მგზავრი კიდევ არ არის, გაორმაგებულია ფასები. აქამდე 2.40 იყო და ახლა 5 ლარამდე ავიდა. გავჩერდები თუ არა, ვეღარ აკმაყოფილებს საწვავი, – ამბობს ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.
მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასის მომატება გამოსავალი არ არის, რადგან ხალხს გადახდა უჭირს.
