Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა”- პროკურორი

September 29, 2026
“ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა”- პროკურორი

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა.

პროკურორის თქმით, გიორგი ლომიძისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რომელიც „ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში“.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„ის ისაუბრებს „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის იმ თანხებზე, რომლის დაუფლებაც თაღლითურად ხდებოდა. ამ ადამიანს უშუალო შეხება ჰქონდა ბრალდებულ ელისო კილაძესთან. მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რაც ელისო კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში.

ელისო კილაძე მას ჰყავს ნანახი არაერთხელ, მათ შორის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ ოფისებში. მას კითხვა უჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ელისო კილაძე იყო ჟურნალისტი და „ქოლ-ცენტრების“ ოფისებში რატომ იყო. ის იღებდა ახსნას, რომ მისი „ქოლ-ცენტრებში“ ყოფნის მიზანი ზოგადად ის იყო, რომ მათ მოთხოვნებს ასრულებდა, საჭიროებისამებრ ინფორმაციას ავრცელებდა და ყველანაირ ქმედებას განახორციელებდა, რისი საჭიროების წინაშეც დადგებოდა კონკრეტული „ქოლ-ცენტრები“, რისთვისაც ის იღებდა ანაზღაურებას“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ჯამში, 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარი იყო – რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან
  • “კეთილი უნდა ინებოს ირანის ელჩმა და კომპეტენციის ფარგლებში აღასრულოს თავისი ფუნქცია” – რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • ალცჰაიმერის დიაგნოსტირება უკვე 40 წლიდან: FDA-მ სისხლის ინოვაციური ტესტი დაამტკიცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge