Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელისო კილაძის საქმე – დღევანდელ პროცესზე კრიპტო ჯიხურის მფლობელი დაიკითხება

September 29, 2026
ელისო კილაძის საქმე – დღევანდელ პროცესზე კრიპტო ჯიხურის მფლობელი დაიკითხება

თბილისი საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში ჩვენებას კრიპტო ჯიხურის მფლოებლი აძლევს.

გიორგი ლომიძე ამტკიცებს, რომ თაღლითური ქოლცენტრების შენობაში დაპატიმრებული ჟურნალისტი არაერთხელ ჰყავს ნანახი.

ის პროკურატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა. გამოძიების ვერსიით, სწორედ გიორგი ლომიძე ეხმარებოდა თაღლითურ ქოლ ცენტრებს ფულის გათეთრებაში.

დღეს წარმოდგენილი იქნება მოწმე, რომელიც უშუალოდ ქოლცენტრებთან დაკავშირებით ისაუბრებს, მათ შორის იმ თანხებზე, რომელიც თაღლითურად იყო დაუფლებული და შემდგომ ნაღდ სახეს იღებდა და გადაეცემოდა ქოლცენტრის მმართველებს, ასე ვთქვათ. ამ ადამიანს ასევე უშუალო შეხება ჰქონიდა ბრალდებულ ელისო კილაძესთან. მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ როლის შესახებ, რაც კილაძეს გააჩნდა ამ ორგანიზებულ ჯგუფში. ელისო კილაძე მას ჰყავს ნანახი არაერთხელ, მათ შორის თაღლითური ქოლცენტრების ოფისში. მას კითხვა უჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ კილაძე იყო ჟურნალისტი და ქოლცენტრების ოფისში რატომ იყო, ის კი იღებდა ახსნას, რომ მისი იქ ყოფნის მიზანი იყო, მათი მოთხოვნების შესრულება და საჭიროებისამებრ ინფორმაციის გავრცელება. ყველანაირ ქმედებას განახორციელებდა, რისი საჭიროების წინაშეც დადგებოდა ქოლცენტრები, რაშიც იღებდა ანაზღაურებას, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე წლის 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა +“-ის დამფუძნებლის საქმე ცალკე წარმოებად განიხილება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაკავების პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია და ყოფილი მაღალჩინოსანის მხილების გამო ისჯება.

რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, ბიზნესმენს ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და “არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”. ოთხივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მე-10 წამზე შეწყვეტილი მატჩი და ფეხბურთელების პროტესტი – ქსკ “ლანჩხუთი“ საგანგებო განცხადებას არვცელებს
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “დედოფალი ქეთევანის ფრესკის ირანის საელჩოს შენობაზე მინათება, არის მანიპულირება და ქართული ეროვნული სენტიმენტის პროვოცირება – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გადააქცია ბიძინას ბოსტნად, რომელსაც ყველა უყურებს როგორც დაბალ ღობეს”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge