Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

September 29, 2026
ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად მიიღეს. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს – „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლდებიან.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

ჯერ კიდევ მოქმედი საგადასახადო რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – 0.08%-დან 1%-მდე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება გიორგი ლომიძე, რომელსაც ელისო კილაძესთან უშუალო შეხება ჰქონდა”- პროკურორი
  • ელისო კილაძის საქმე – დღევანდელ პროცესზე კრიპტო ჯიხურის მფლობელი დაიკითხება
  • 166-ე საჯარო სკოლასთან პროტესტი გრძელდება – გამგეობაში შეხვედრა ჩაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge