Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”- რას ამბობს ლიკა შარტავა

September 29, 2026
“დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”- რას ამბობს ლიკა შარტავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.

„დღეს 27 სექტემბერზე არა მხოლოდ როგორც წარსულზე, არამედ როგორც მომავალზე მინდა ვისაუბრო. ისტორიის გახსენებას მნიშვნელობა მაშინ აქვს, როდესაც მისგან დასკვნების გამოტანაც შეგვიძლია და თუ ჩვენი ისტორია ერთ რამეს მკაფიოდ გვასწავლის, ეს არის ის, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას მუდმივი შიდა დაპირისპირების უფლება, უბრალოდ, არ აქვს.

ჩვენ არ უნდა მივიღოთ მოცემულობად ორად გაყოფილი საქართველო – ქვეყანა, სადაც ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვინ თქვა, ვიდრე ის, თუ რა თქვა. ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე. პირიქით, შეგვიძლია ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი მტრობას აღარ ნიშნავს.

ამ თვალსაზრისით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება – საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებით და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს.

თუ ერთიან საქართველოზე ვსაუბრობთ, ერთიანობა მხოლოდ რუკაზე გავლებული საზღვრებით ხომ ვერ განისაზღვრება. ერთიანობა არ ნიშნავს ერთ აზრს ან ერთ პოლიტიკურ შეხედულებას. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს საკითხები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას“, – განაცხადა ლიკა შარტავამ.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა ქვეყნის პოზიცია მშვიდობიანი პოლიტიკის, მომავალი ხედვისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ – ქვეყნისა, რომელმაც იცის ომის ფასი, მაგრამ რჩება არა წარსულის ტკივილში, არამედ მტკიცედ აშენებს მომავალს და აყალიბებს ძლიერ, თანამედროვე სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს არის იმ ყოველდღიური შრომის შედეგი, რომელსაც საფუძვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უდევს და ჩვენ ამ ინტერესების დაცვის პროცესში ვართ იმაზე დამოუკიდებელნი, ვიდრე ოდესმე.

მართალია, წარსულს ვერ შევცვლით. ვერ შევცვლით 27 სექტემბერს და ვერ დავაბრუნებთ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გავაგრძელებთ ისტორიას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო – გამოვიყენებთ მას ახალი დაპირისპირების გასაღრმავებლად, თუ გავიაზრებთ, რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთმანეთის დაკარგვა.

საქართველო თითოეულ ჩვენგანზე დიდია… ჩვენ უნდა გვახსოვდეს საკუთარი ისტორია და შევძლოთ ამ ისტორიიდან მიღებული გამოცდილებით უკეთესი მომავალი დავუტოვოთ შემდეგ თაობას“, – განაცხადა ლიკა შარტავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ დაწერა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი – რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში”
  • “ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს, ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია არარელევანტურია”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვიი
  • ჯარიმის გასაჩივრება აღსრულებას ვეღარ შეაჩერებს – რა იცვლება უცხოელებისთვის საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge