Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სრული აბსურდია ხელისუფლების წარმომადგენელთა თავის მართლება, თითქოს ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ „არაფერი იცოდნენ“ – საღი აზრის მქონე არცერთ ადამიანს არ სჯერა ამ ზღაპრის”- რას ამბობს გიგა ფარულავა

September 29, 2026
“სრული აბსურდია ხელისუფლების წარმომადგენელთა თავის მართლება, თითქოს ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ „არაფერი იცოდნენ“ – საღი აზრის მქონე არცერთ ადამიანს არ სჯერა ამ ზღაპრის”- რას ამბობს გიგა ფარულავა

სრული აბსურდია ხელისუფლების წარმომადგენელთა თავის მართლება, თითქოს ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ „არაფერი იცოდნენ“ – საღი აზრის მქონე არცერთ ადამიანს არ სჯერა ზღაპრის, თითქოს გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო მარტო განათავსა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენა არ ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო დაზვერვას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – უწყებას, რომელიც მთელ ქვეყანას უსმენს და აკონტროლებს.

ფარულავა აღნიშნავს, რომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ჩადენილ ქმედებებსა და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე თითოეული გადაწყვეტილების მიმღები პირის ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარდაუვალი იქნება.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია – დღე, როდესაც სოხუმი დაეცა. ეს თარიღი თითოეულ ქართველს მუდმივად გვახსენებს რუსული იმპერიალიზმის ნამდვილ სახეს, ეთნიკურ წმენდას, ასიათასობით დევნილს და ჩვენს უმთავრეს მოქალაქეობრივ ვალს: არასოდეს შევურიგდეთ ოკუპაციას და არ დავთმოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

რუსეთის აგრესია დღესაც შეუქცევადად გრძელდება – მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი ღიად დააჩქარა. ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. „არჩევნების“ შედეგად ე.წ. პრეზიდენტად კრემლის მიერ ხელდასხმული რუსი ჩინოვნიკი, მარატ კამბალოვი დასვეს. მისი გაცხადებული ამოცანა ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება და ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმების ულტიმატუმია. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიები მხოლოდ ჩორჩანათი არ შემოიფარგლება.

სიმბოლური და საგანგაშო, რომ სწორედ ამ პროცესების და მუქარის ფონზე „ოცნება“ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას ასამართლებს იმისთვის, რომ მან 2019 წელს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგო განათავსა.

ჩორჩანას საქმე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის უმძიმესი მაგალითია. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება მტკიცედ იცავდეს ობიექტს, რომელმაც ქართული მიწა და ადგილობრივი მოსახლეობა შემდგომი ოკუპაციისგან დაიცვა, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ქმნის სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი უკვე აქტიურად იყენებს მოლაპარაკებებზე, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე და ქართული საგუშაგოს დემონტაჟსა და ტერიტორიის დათმობას ითხოვს. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისა და საგუშაგოს განთავსების დანაშაულად გამოცხადება აზიანებს სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

სრული აბსურდია ხელისუფლების წარმომადგენელთა თავის მართლება, თითქოს საგუშაგოს განთავსების შესახებ „არაფერი იცოდნენ“. საღი აზრის მქონე არცერთ ადამიანს არ სჯერა ზღაპრის, თითქოს გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო მარტო განათავსა. ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენა არ ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო დაზვერვას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – უწყებას, რომელიც მთელ ქვეყანას უსმენს და აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი დახურულია. სასამართლო სხდომის დახურვა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს: საზოგადოებამ არ მოისმინოს ის ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები, რომლებსაც პროკურატურის მოწმეები აჟღერებენ და რითაც პირდაპირ საოკუპაციო რეჟიმის წისქვილზე ასხამენ წყალს. ამ პროცესზე გამოყვანილ მოწმეებს, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებს, უბრალოდ რცხვენიათ საკუთარი ჩვენებების და იმ აბსურდის, რითაც შეთითხნილ ბრალდებას ამყარებენ – სწორედ ამიტომ დახურეთ პროცესი საზოგადოებისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ჩადენილ ქმედებებსა და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე თითოეული გადაწყვეტილების მიმღები პირის ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარდაუვალი იქნება.

არსებული მართლმსაჯულების პირობებში ობიექტური განაჩენის ილუზია არ გვაქვს, თუმცა ეს პროცესი „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ ტვირთად დარჩება. ეს საქმე სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის ფარგლებს – ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პირდაპირი დაზიანება,“ – განაცხადა ფარულავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს ირაკლი ფავლენიშვილს პასუხობს
  • რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა – მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს
  • პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge