Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩინეთის საწარმოში, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის განახლებისთვის 111 ვაგონი მზადდება, ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა

September 29, 2026
ჩინეთის საწარმოში, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის განახლებისთვის 111 ვაგონი მზადდება, ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა

თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სტუმრობისას განაცხადა, სადაც სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოს დედაქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნა მატარებლის ახალი ვაგონები, რომელიც უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის სიმბოლო.

გამოითქვა იმედი, რომ ღონისძიების სლოგანი – „თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება“ რეალური პერსპექტივაა.

სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქისთვის მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მეტროპოლიტენს ახალ სიცოცხლეს აძლევს.

„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს.

თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს.

მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი გადაადგილდება. ამიტომ, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროს ვაგონების განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დიდი მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო შპს „ჯი-თი გრუპის“ თანამშრომლობა მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან – ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კომპანიასთან.

მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი ოთხვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. ასევე, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება ოთხვაგონიანი, ხოლო 11 კი ხუთვაგონიანი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რთულ და საპასუხისმგებლო პროცესში. მადლობას ვუხდი ჩვენს მასპინძელ ჩინურ მხარეს საოცარი და გულთბილი დახვედრისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.

ახლა ჩემს უკან დგას თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონი, რომელიც ამავდროულად არის ახალი ნაბიჯი თბილისის მომავლისკენ. გილოცავთ პროექტის წარმატებით განხორციელებას!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა, ლი დინგ ნანიმ აღნიშნა, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.

„თბილისის მეტროს პროექტი CRRC-ის მიერ „სარტყლისა და გზის“ მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის.
დღეს პირველი მატარებლის საზეიმო წარდგენა პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპია, უფრო მეტიც – ორივე მხარისთვის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ბაზრის ერთობლივად ათვისების ახალი დასაწყისი. მომავალში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გავაფართოებთ თანამშრომლობის სფეროებს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი გიორგი შარკოვი, GT გრუპის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გველესიანი, CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ლი დინგ ნანი, CRRC ფუჭენის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იანგ ცი და CRRC ფუჭენის გენერალურ დირექტორი სუ ხაი ტა ესწრებოდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს ირაკლი ფავლენიშვილს პასუხობს
  • რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა – მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს
  • პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge