Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შევხვდით და როგორც ეს, ისე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ აქ კარგად იციან, რომ არ გვაქვს პროგრესი – ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას”- რას ამბობს ნინო დოლიძე

September 29, 2026
“სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შევხვდით და როგორც ეს, ისე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ აქ კარგად იციან, რომ არ გვაქვს პროგრესი – ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას”- რას ამბობს ნინო დოლიძე

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა და საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა ნინო დოლიძემ განაცხადა, მათ შეხვედრა გამართეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან, რამაც გამოკვეთა, რომ ევროსაბჭოში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კარგად იციან.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას. ვიმყოფებით სტრასბურგში და გვაქვს შეხვედრები ევროსაბჭოს სხვადასხვა წარმომადგენელთან. გვქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან და როგორც მასთან შეხვედრა, ასევე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა. ასევე კარგად იციან, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პროგრესი მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და არსებობს არაერთი მოთხოვნა თუ პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ადვოკატირებას, თუმცა ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას. ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და იქნებიან ბოლომდე იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც, სადაც აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან ღირებული იყო და გამოკვეთა საკითხები, სადაც ევროსაბჭოს თავისი გავლენის გაძლიერება შეუძლია.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში, განვიხილეთ მათთან ერთად ყოველდღიური გამოცდილება ისეთ პირობებში, რომლებიც კვლავაც გამოწვევად რჩება. ევროსაბჭო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მეშვეობით. ღირებული შეხვედრა, რომელმაც ასევე გამოკვეთა, სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.- ნათქვამია ალან ბერსეს განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თბილღვინოს“ დირექტორის პირველი კომენტარი რუსეთის მიერ ქართულ კომპანიებზე დაწესებულ აკრძალვაზე
  • დანიშვნებს ან „იძულებით გადადგომას” მინისტრებსა და ძალოვნებს ივანიშვილის სახელით დაფარული ნომრიდან ანზორ ჩუბინიძე ატყობინებს
  • თავი მგონია სიზმარში. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს… – ილია სულამანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge