Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საწვავის გაძვირების ფონზე თხევად გაზზე მოთხოვნა 10-15%-ით გაიზარდა“ – შეიქმნება თუ არა დეფიციტი

September 29, 2026
„საწვავის გაძვირების ფონზე თხევად გაზზე მოთხოვნა 10-15%-ით გაიზარდა“ – შეიქმნება თუ არა დეფიციტი

ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდის პარალელურად, თხევად გაზზე მოთხოვნა მიმდინარე წელს დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისივე თქმით, გაზზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სექტორს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების რესურსი აქვს და ამ ეტაპზე დეფიციტის მოლოდინი არ არსებობს.

ნიკა ხოფერიას ინფორმაციით, თხევადი გაზის ფასი ამ დროისთვის 1.65 ლარის ფარგლებშია და მცირე, 5-თეთრიანი მერყეობის მიუხედავად, სტაბილურად ითვლება. მისივე თქმით, ფასის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი სეზონურობაა, თუმცა დამატებით გავლენას ახდენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში არსებული პრობლემებიც.

„ჯერჯერობით ფასი სტაბილურია, 1.65-ის ფარგლებში, 5-თეთრით მეტ-ნაკლები. შესაბამისად, ფასი სტაბილურად ითვლება. თუ შეადარებთ გაზაფხულის ფასს, ეგ სხვა საკითხია, გაზაფხულზე ყოველთვის შედარებით დაბალია თხევადი გაზის ღირებულება. ახლა არის მაქსიმალურ პიკზე, მაგრამ კიდევ გაძვირების მოლოდინი ჯერჯერობით არ გვაქვს.

ფასზე დამატებით გავლენას ახდენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაში არსებული პრობლემებიც, მაგრამ ამის ძირითადი განმაპირობებელი მაინც სეზონურობაა. თუ გადახედავთ წინა წლის იგივე პერიოდს, იგივე ფასი იყო.

რაც შეეხება მოთხოვნას, 2017 წლიდან სისტემატურად იზრდება თხევად გაზზე მომუშავე მანქანების რაოდენობა. ახლა კიდევ უფრო მომატებულია ინტენსივობა, რადგან ტრადიციული საწვავების ფასი სულ უფრო იზრდება. სექტორი ამ მატებას აკმაყოფილებს და მომავალში დააკმაყოფილებს, ამისთვის მზად არის“, – აცხადებს ნიკოლოზ ხოფერია.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში თხევადი გაზის შესაძლო დეფიციტზე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ამ ეტაპზე სექტორს მოთხოვნის ზრდის დაკმაყოფილება შეუძლია.

„გრძელვადიანად ვერ გეტყვით, მსოფლიო ისე ტრიალებს, ვერ გაიგებ, რა იქნება 1-2 წლის მერე. მაგრამ ის რომ, სექტორს თავისუფლად შეუძლია ამ ზრდის დაკმაყოფილება, ეს ფაქტია.

თხევად გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა წლიდან წლამდე დაახლოებით 5-7%-ით იზრდებოდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მომატებულია. ყველაფერი ხომ ფასში აისახება და ვინაიდან ეს პრობლემები არსებობს ბენზინ-დიზელთან მიმართებით (ფასი არის ძალიან მაღალი), რა თქმა უნდა, წელს ინტენსივობამ თხევად აირზე კიდევ უფრო მოიმატა, დაახლოებით 10-15%-ით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით“,- ამბობს ნიკოლოზ ხოფერია.

კითხვაზე, მოთხოვნის ზრდა, იქონიებს თუ არა გავლენას ფასზე, თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ არა.

„მოთხოვნის ზრდა ფასზე არ აისახება, რადგან 10 წელი გახდება, რაც თხევადი გაზი ბაზარზეა და სწორი მიმართულებით გაზრდილი კონკურენციაა, გახსნილია ბაზარი და არ ხდება სპეკულაციური შეთანხმებები და სპეკულაციური ფასის დადგენა“, – განაცხადა ნიკოლოზ ხოფერიამ.

მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს გათხევადებული პროპანის იმპორტის მოცულობის ზრდაც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 8.628 მლნ დოლარის ღირებულების 22 .972 ათასი ტონა გაზი იყიდა (ერთი ლიტრი გადასახადების გარეშე 38 ცენტი), წელს საანგარიშო პერიოდში იმპორტის მოცულობამ 21.354 მლნ დოლარი, 36.621 ტონა შეადგინა (1 ლიტრი 58 ცენტი). შესაბამისად, გამოდის, რომ წელს საქართველოს გათხევადებული პროპანის იმპორტი საშუალოდ, 52.6%-ით გაუძვირდა.

რაც შეეხება მანქანებს, საქართველოში გაზზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 48.1%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული „ტრანსპორტის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების“ მონაცემებით, რომელიც „ბიზნესპრესნიუსმა“ დაამუშავა, 2025 წელს ქვეყანაში ჯამში 192 100 გაზზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, 2020 წელს – 129 700 ერთეული.

2025 წლის მონაცემებით, გაზზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობის 11.6%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მიმდინარე თვეში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები რამდენჯერმე დაკორექტირდა.

კერძოდ, 3 სექტემბრიდან დღემდე ბენზინი 14-31 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო დიზელის ფასი 30-46 თეთრით გაიზარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი – რას აცხადებენ შსს-ში
  • “ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ და ვრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული”- რას ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე
  • ვლადიმერ პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge