Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა – მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ

September 29, 2026
ქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა – მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირებს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა წარმოეშობათ

„ქართული ოცნების“ მიერ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდეა და რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის საფუძველზეც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდებიან.

კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირს წარმოეშობა არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა, 2025 წლის მონაცემების მიხედვით და შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე.

როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებში მიიმართება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით კი, 40 000-იდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირების გათავისუფლების შედეგად მიღებული დანაკარგი 2026 და შემდგომი სამი წლისთვის ჯამში ყველა მუნიციპალიტეტისთვის წლიურად საშუალოდ 22.3 მილიონ ლარს შეადგენს.

„საგადასახადო კოდექსის“ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – 0.08 პროცენტიდან 1 პროცენტამდე. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000 ლარიანი შემოსავლის ზღვარი უქმდება და 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი წესდება.

საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – მათ შორის დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე, ასევე მოძრავ ქონებაზე, მათ შორის იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.

ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადის ვალდებულების წარმოშობისა და საგადასახადო ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება როგორც თავად ფიზიკური პირის, ისე მისი ოჯახის წევრების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული შემოსავლების ოდენობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო”, IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს…”- რას ამბობს ირაკლი ლატარია
  • ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს
  • “საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში…”- რას ამბობს რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge