Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო”- რას ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი

September 29, 2026
“IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში, თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო, „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, ნული უწერიაო”- რას ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი

IRI-ს კვლევა ჩაუტარებია და მიდის ჩხუბი ოპოზიციაში. თურმე ქოცებს 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლებიო. იქ „ლელო“ არ იზომებაო, ჩერგო გიჟს გავსო, რადგან არა 20%, არამედ 0 უწერიაო და ა.შ., – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რაქვიაშვილი წერს, რომ მთავარი არა „ლელოს“ ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც 2024 წელს შეცდა და „4-5-9-25-კამპანიას“ აჰყვა, ახლა ხვდება შეცდომას და სწორი არჩევანის გაკეთება სურს.

ჰოდა, ამდენი ხანი ამომრჩეველი რომ ტყუილში აცხოვრე, „გაყალბდაო“ ყვიროდი და ვერაფერი დაამტკიცე, პროტესტის პირველი და მოერე ფაზებიო, ჯარიმებით დავღლითო, ცხელი გაზაფხულიო და ასე ტყუილი ტყუილზე და არაფერზე ბოდიში, არაფერზე მონანიება, არაფერზე აღიარება.. და რა უნდა მომხდარიყო, რეიტინგი გაიზრდებოდა? მაგი კი არა, ისიც კი ვერ გაურჩევია ოპოზიციურ მედიას, თუ ვინ ვინაა ოპოზიციაში და ახლა უკვირთ, რომ ის, ვინც ნაღდი ოპოზიციონერები ჰგონიათ, რეიტინგებში არც კი ჩანან. ჰოდა, თუ ისევ სირაქლემას პოზაში იქნება მედია და შავისა და თეთრის გარჩევას არ დაიწყებს, კიდევ ბევრი არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდება წინ.

თუმცა, მთავარი არა „ლელოს“ ან გვარამიას თანდათანობითი გაქრობაა, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც 2024 შეცდა და 4-5-9-25 – კამპანიას აჰყვა, ახლა ხვდება შეცდომას და სწორი არჩევანის გაკეთება სურს. ჰოდა, თუ ასეთები ამ ჯგუფში ხართ, არ მოგერიდოთ. დასვით კითხვა, დაწერეთ, თუ რა გიშლით ხელს, რომ 36 გააფერადოთ და აუცილებლად გიპასუხებთ, რადგან შანსი არაა, „თავისუფალი ხალხის პარტიაზე“ უკეთესი არჩევანი არსებობდეს დღეს საქართველოში.

და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენ ერთგულ ამომრჩეველს, რომელიც მრავალი წელია, გვაფინანსებს და გვიჭერს მხარს. თქვენი წყალობით, ქართველ ხალხს აქამდეც ჰქონდა და კიდევ ექნება შანსი, სწორი არჩევანი გააკეთოს“, – წერს რაქვიაშვილი.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველო თავის საშინაო საქმეს აკეთებს, პოლიტიკური სიტუაცია ისე მომწიფდება, რომ კონსტრუქციულად შეგვეძლება, ევროკავშირში წევრობის მომავალზე ვისაუბროთ”- რას ამბობს ლევან მახაშვილი
  • “საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის”- რას ამბობს ირაკლი კირცხალია
  • “ჩვენი მიზანია, წერტილი დავუსვათ იმ სამწუხარო ტენდენციას, რაც ბოლო წლებში დამკვიდრდა, როცა მოძალადე ადამიანს თავის სახელს არ არქმევ”- რას ამბობს ლევან მახაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge