რუსეთის არმიამ კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ანატოლი ზაგოროდნიმ განაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი კონტაქტზე არ გამოდის. დრონებით თავდასხმის შედეგად შენობის სახურავი და ზედა სართული იწვის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა და იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც შესაძლოა შიგნით იმყოფებოდნენ. ახლოს მდებარეობს გერმანიის საელჩო უკრაინაში.
პარალელურად, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობას დრონი დაეჯახა, რასაც ერთი ქალი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა.
