Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა

September 28, 2026
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა.

როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ მოქმედებს, რაც დღიური 1292 კალორიაა თითოეულ აღსაზრდელზე.

„28 სექტემბრიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოიხსნა ის შეზღუდვები, რაც კვების რაიონში კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე იყო დადგენილი. დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ – დღიური 1292 კალორია თითოეულ აღსაზრდელზე.

ზოგადად, საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტი N485-ით “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების” დამტკიცების შესახებ. 2026-2027 სააღმზრდელო წლის დასაწყისში „ნოროვირუსით“ ინფიცირების ფაქტების გამოვლენის შემდეგ კი საბავშვო ბაღებს მიეცათ დამატებითი მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ზოგადად, ბავშვთა და თანამშრომელთა ჰიგიენის დაცვის კუთხით, იქნება ეს პირადი ჰიგიენა, ჯგუფების დასუფთავება თუ საპირფარეშოს მოხმარების წესების კონტროლი“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით “ნოროვირუსი” იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება” – რას ამბობ სალომე სამადაშვილი
  • “წარმომადგენლობით, საერთაშორისო ფორუმზე შეხვედრა, თუნდაც გადალაპარაკება, მოკლე დროით აზრთა გაცვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია – ჩვენი ქვეყნის პრემიერი სასურველი თანამოსაუბრეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის”- რას ამბობს გია ვოლსკი
  • სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge