დაისაჯონ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელები – გამოძიების განახლების მოთხოვნით ოჯახი 8 კვირაა, ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან აქციას აწყობს.
2020 წლის 18 ივლისს, 23, წლის თამარ ბაჩალიაშვილი დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
