Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის“- არტემ გრიბული საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს

September 28, 2026
“ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის“-  არტემ გრიბული საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს

პროევროპული აქციებისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე არტემ გრიბული საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს. ციხიდან გავრცელებულ წერილში ის აცხადებს, რომ პროკურორი შეთანხმებას მის ადვოკატებს სთავაზობს, პარალელურად კი მას და ანასტასია ზინოვკინას ქორწინების უფლებას არ აძლევენ. გრიბულისა და ზინოვკინას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მორიგი სხდომა 30 სექტემბერს გაიმართება.

„ამ დროს პროკურორი მიდის ჩვენს ყველა ადვოკატთან და სთავაზობს საპროცესოს. აღიარეთ და ცოტას მოგისჯით, მალე გამოხვალთ, ფაქტობრივად მეორე დღესვეო. როცა ვამბობ, რომ ყველა ადვოკატს სთავაზობს სათითაოდ, მართლა ყველა ადვოკატს ვგულისხმობ. პროკურორი მისული იყო იმ ადვოკატთანაც კი, რომელიც დაქორწინებაში გვეხმარება და სისხლის სამართლის საქმეში არაა ჩართული. მაგრამ ვერანაირი საპროცესო ვერ შედგება. ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის და იმ დამნაშავეებისთვის, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. მათი ზეწოლის მცდელობა ამ მეთოდებით საწყლად გამოიყურება“, – აცხადებს გრიბული.

გრიბული კვლავ ამტკიცებს, რომ საქმე გაყალბებულია და ნარკოტიკული საშუალება მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.

„მთლიანი საქმე სრული ფალსიფიკაციაა, რომელიც გაკეთებულია უნიათო თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნორმალურად არაფერი არ შეუძლიათ – არც ჩადება, არც საბუთების შედგენა, არც სასამართლოში ჩვენებების მიცემა. ეგ უნიათოები:

გამოიჭირეს იმ ნარკოტიკის ჩანაცვლებაზე, რომელიც თვითონვე ჩაგვიდეს;
გამოიჭირეს საქმის მასალებიდან ნარკოტიკის მოპარვაზე;
გამოიჭირეს საბუთების გაყალბებაზე;
ძალიან ბევრს იტყუებოდნენ სასამართლოზე და გამოიჭირეს ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, ასევე სახლის ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერზე, მტკიცებულებებსა და საბუთებზე.
არც კი ვიცი, ეს ძალიან სევდიანია თუ ძალიან სასაცილოა. 30 სექტემბრამდე სასამართლო იფიქრებს, თუ როგორ დახუჭოს თვალი ამ ყველაფერზე. მოდით და მოუსმინეთ, თუ რას იტყვიან მოსამართლეები და დააკვირდით მათ სახეებს ამ დროს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, და სიმართლე გაიმარჯვებს“, – ნათქვამია წერილში.

არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს. მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა ედებათ ბრალად. 2025 წლის სექტემბერში სასამართლომ ორივეს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ომის შემდეგ დაადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს- მიხეილ სააკაშვილი
  • “ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება” – რას ამბობ სალომე სამადაშვილი
  • “წარმომადგენლობით, საერთაშორისო ფორუმზე შეხვედრა, თუნდაც გადალაპარაკება, მოკლე დროით აზრთა გაცვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია – ჩვენი ქვეყნის პრემიერი სასურველი თანამოსაუბრეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის”- რას ამბობს გია ვოლსკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge