Sunday, September 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჯერ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენ კონტროლს ქვეშაა და შევძლებთ დანარჩენს” – რას ამბობს ნიკა გვარამია

September 27, 2026
პოლიციამ შიდა ქართლში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

ჯერ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენს კონტროლს ქვეშაა და მერე შევძლებთ დანარჩენს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა მარშის დაწყებამდე, რომელიც სოხუმის დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარეობს.

ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგება რეალისტურია, თუმცა განხორციელებადი ვერ იქნება „ქართული ოცნების“ პირობებში.

„დღევანდელი დღე მძიმე დღეა. საქართველოში ეს დღე ყოველთვის ემახსოვრებათ, გვემახსოვრება, მაგრამ მხოლოდ მეხსიერებას ვერ გამოვიყენებთ, რომ დავეყრდნოთ მას – ვიაროთ წინ, ვიაროთ იმისთვის,რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ეს ძალიან რეალისტურია, მაგრამ უკავშირდება იმგვარ რაღაცებს, რაც ბიძინა ივანიშვილის პირობებში უბრალოდ არ არის განხორციელებადი – ეს არის ევროკავშირის წევრობა, ეს არის მაღალი ხარისხის უსაფრთხოება, ეს არის უზრუნველყოფილი ცხოვრება ყველასთვის, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჯერ უნდა დავიბრუნოთ ის ტერიტორიები და ქვეყანა, რომელიც ჩვენს კონტროლს ქვეშაა და მერე შევძლებთ ყველაფერ დანარჩენს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – აღნიშნა გვარამიამ.

ასევე, გვარამიამ უპასუხა კითხვას, რომელიც საქართველო – აშშ-ს ურთიერთობებს და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს უკავშირდებოდა, რომელთაც ურთიერთობებში არსებული დინამიკა დადებითად შეაფასეს.

გვარამიას თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებებს ვერ დაეყრდნობა, რადგან მას აღარავინ უჯერებს და საჭიროა „შედეგები გვანახონ“.

მეტიც, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ გამორიცხულია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების დალაგება მოხდეს, რადგან „ყველაფერი მომსპარი და გაფუჭებულია“, თუმცა აღნიშნავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობების შემოტრიალებას ქვეყნის სხვა ხელისუფლება შეძლებს.

„რეალობა, რაც არის, სახეზე ეწერა ირაკლის კობახიძეს, როცა ამ განცხადებას აკეთებდა. უნდა ვნახოთ, გვანახონ შედეგები, კობახიძის ნათქვამს აღარავინ იჯერებს, ივანიშვილის ჩათვლით, ჩვენ ვერ დავეყრდნობით მის ნათქვამს.რეალურად მას ბოლო შანსი მისცეს დალაგებისთვის დასავლურ სამყაროსთან. ცხადია, ვერ გააკეთებს, რადგან ყველაფერი ისეთი მომსპარი და გაფუჭებულია, გამორიცხულია, რომ ამის შემოტრიალება „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს. ამას შეძლებს საქართველო, ოღონდ სხვა ხელისუფლება“, – დასძენს გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხანძარი თბილისში – რა ვითარებაა ადგილზე?
  • “უამრავი მთვრალი ადამიანი ირეოდა, უამრავი ბავშვი იყო, ასე დადიოდა მთელი საღამო მთელი სუფრა და ბოლოს საერთოდ დაუვარდა…” – რას წერს ნათია გაბრავა
  • ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge