ბათუმში ავტომობილი მოპედს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა – დაშავდა 2 არასრულწლოვანი – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 13-14 წლის არასრულწლოვანები სწორედ იმ მოპედით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
