გორში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას და შემთხვევის ადგილიდან ფოტოს გამოცემა “შიდა ქართლის ამბები” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ სტალინის გამზირზე მოხდა. ცნობილია, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი
