გინდა მეზობელ ქვეყნებს შეადარე, გინდა წინა ხელისუფლებებს, გინდა „ოცნების“ წინა პრემიერ-პრეზიდენტებს, სურათი ერთი და ნათელია – როცა აშშ-ზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ან ინსტიტუტებზეა საუბარი, ამათი მაქსიმუმი არის ფონ დერ ლაიენის გვერდით შემთხვევით მოხვედრილი ხუჭუჭას ფოტოს წარმოჩენა, როგორც თავისუფალ სამყაროსთან იზოლაციის გარღვევა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბ ჯაფარიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტზე საუბრობს და მეზობელი სახელმწიფოებისა და სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ლიდერების გაეროში მიმდინარე შეხვედრების შესახებ წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვიზიტი „იზოლაციის გარღვევად“ შეაფასოს, თუმცა რეალობაა სხვაა.
განაგრძეთ კითხვა
