დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 27 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა -ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელის ოჯახში, სუფრაზე იმყოფებოდა.
უკან დაბრუნებისას კი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და ერთი ნაწილი დაანგრია.
ის მიღებული დაზიანებებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე ტრავმები მიიღო 35 წლის მამაკაცმა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.
დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიანებით, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.
შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.
