Sunday, September 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა -კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე” – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

September 27, 2026
ქუთაისში 36 ადამიანი მოიწამლა… საკვებში გამოვლინდა რიგი შეუსაბამობა – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: რა დეტალები ხდება ცნობილი?

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ მორიგ ისტორია აქვეყნებს და ამჯერად იმ ექიმებს გვაცნობს, რომელთა სწრაფი და პროფესიული მოქმედების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი გადარჩა.

„26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა -კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე – სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“.1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო, როდესაც 112-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ოჯახში შექმნილი პანიკის გამო ადგილზე დაჩქარებული მისვლა იყო საჭირო.ბრიგადის წევრებს ადგილზე უგონო მამაკაცი დახვდათ. პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა.ექიმმა თათია ლიპარტელიანმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე ასისტოლია ფიქსირდებოდა. პაციენტს ჩაედგა ვენური კათეტერი, ჩაუტარდა ტრაქეის ინტუბაცია და გაგრძელდა გ. ფ. რეანიმაცია.

რეანიმაციული ღონისძიებების პროცესში პერიოდულად ფიქსირდებოდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტი და მიზანმიმართული რეანიმაციის 26-ე წუთზე მონიტორზე სინუსური რიტმი დაფიქსირდა და მაგისტრალურ და პერიფერიულ არტერიებზე პულსაცია აღდგა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ფორსმაჟორულ რეჟიმში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცს მანამდეც ჰქონდა გულის პრობლემები და ექიმთან ვიზიტს მეორე დღისთვის გეგმავდა, თუმცა ამის გაკეთება ვეღარ მოასწრო.

კლინიკაში პაციენტს კარდიომიოპათია დაუდგინდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს.ექიმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბრიგადის წევრებს უმცროს ექიმ ხატია დავლაშელიძეს და მძღოლს ვლადიმერ იველაშვილს გაწეული დახმარებისთვის.თათია ლიპარტელიანი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია უკვე 15 წელია. მის პრაქტიკაში ეს გაჩერებული გულის ამუშავების მეორე შემთხვევა იყო.

გვეამაყება ექიმი თათია ლიპარტელიანი, უმცროსი ექიმი ხატია დავლაშელიძე, მძღოლი ვლადიმერ იველაშვილი“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “27 სექტემბერს სოხუმი არ დაცემულა. ეს გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული სცენარი ქართველთა გენოციდის კულმინაციაზე” – რას აცხადებს შალვა ნათელაშვილი
  • “მაგრამ იცოდეთ მკვლელებო, ახლა იმაზე საშიში გავხდი ვიდრე წარმოგედგინათ!” – ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
  • სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები – ირაკლი ფავლენიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge