ხელოვანები მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ ქართველ მუსიკოსს, Kordz-ის, იგივე ალექსანდრე კორძაიას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” “ფაშისტად” გამოაცხადა და მის წინააღმდეგ ივანიშვილის გუნდში განცხადბები არ წყდება.
მუსიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყველა ხელოვანმა უნდა ამოიღოს ხმა.
“არ შეიძლება ვდუმდეთ და ვწირავდეთ ხელოვანებს” – ამბობს მუსიკოსი თამუნა მჟავია
ჩემი სოლიდრობა ჩემს კოლეგას, არაჩვეულებრივპიანისტს, თამრიკო კორძაიას და მის შვილს Kordz-ის, რომელიც არის სანიმუშო ხელოვანი. მოვუწოდებ ყველა მუსიკოსს, ყველა ხელოვანს, რომელიც თანამშრომლობს სამინისტროსთან, ქმნის ამ პოზიტიურ დღის წესრიგს. მე მესმის, რომ ქართული ხელოვნება ერთ ადგილას ვერ იქნება, რომ ის უნდა განვითარდეს, რომ ფესტივალები უნდა ჩატარდეს, რომ უნდა ვითანამშრომლოთ სამინისტროსთან, მაგრამ ეს არ შეიძლება ხდებოდეს ჩვენი დუმილის ხარჯზე და ვწირავდეთ ხელოვანებს და ჩვენს გვერდზე ჩვენს კოლეგებს”, – ამბობს მუსიკოსი თამუნა მჟავია.
ჩემი სრული მხარდაჭერა Kordz-ის და ყველა იმ ხელოვანს, ვისაც რეჟიმი ავიწროებს”, – ამბობს კომპოზიტორი მიკა მდინარაძე.
Kordz-ის სოლიდარობა გამოუცხადა მუსიკოსმა გიორგი გიგაშვილმა და Qaji Todia-მ, იგივე დათო ჯიქიამ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მოგვიანებით ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დაწერა: “სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ “კრეატიული კომპასი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, მის მიერ დაფინანსებული ფესტივალი „კამარა“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს”. მოგვიანებით, კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურა კობახიძე და თქვა: “წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა”
