გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – ინფორმაციას და ადგილიდან ფოტოს გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო საცობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
