ბათუმში, ბესიკის ქუჩის 81-ში არსებული კრიტიკული ვითარება! – ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
“ბათუმში, ბესიკის ქუჩის 81-ში არსებული კრიტიკული ვითარება!
მომიჯნავე ნაკვეთზე შპს „ჯეო 2020“-ის მიერ წარმოებული მშენებლობისა და უპასუხისმგებლო თხრის გამო საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ქვეშ სრულად გამოცლილია გრუნტი და წარმოქმნილია ღია სიცარიელეები (საძირკველი დაკიდებულია ჰაერში)!
ადგილზე უწყვეტად მუშაობს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ძლიერი ვიბრაციული/დარტყმითი სამუშაოები, რაც ყოველწუთიერად ზრდის სახლის ჩანგრევისა და კოლაფსის რეალურ საფრთხეს! დაგვეხმარეთ საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილებაში, სანამ უმძიმესი ტრაგედია დატრიალებულა!” – წერს მოქალაქე “მთავარს” და ადგილიდან კადრებს უგზავნის.
