Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რესტორნის სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს კუჭაშვილის აგრესია და თავდასხმა – ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან

September 25, 2026
რესტორნის სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს კუჭაშვილის აგრესია და თავდასხმა – ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც მის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტზე, შაკო კუჭაშვილზე წერს.

ელიზბარაშვილის თქმით, ადვოკატისგან აქვს ინფორმაცია, რომ კუჭაშვილი ამტკიცებს, თითქოს, ის იტყუება და ხელი არ დაურტყია.

დაკავებული ბიზნესმენი ამბობს, რომ ყველაფერი სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა და კარგად ჩანს, მისი მისამართით განხორციელებული თავდასხმა და აგრესია.

ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერს, რომ ისევ შეზღუდული აქვს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია.

“თითქმის ერთი თვეა რაც გლდანის ციხის უდანაშაულო პატიმარი ვარ.
ამ პატარა, ბოროტმა კაცუნებმა სატელეფონო საუბრებიც კი ამიკრძალეს დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან.
დღეს ჩემი ადვოკატისგან გავიგე, რომ ჩემგან “შეშინებულ და ჩასვრილ”ვინმე შაკო კუჭაშვილს, რომელმაც გაბედა და ხელით შემეხო, ადვოკატი აუყვანია და თავის მართლება დაუწყია, ელიზბარაშვილი ტყუილს ამბობს, ხელი არ დამირტყიაო.
რესტორნის სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს კუჭაშვილის აგრესია და თავდასხმა, რასაც მოთმინებით ვპასუხობდი, არ მინდოდა რომ ამ შვიდ პატარა, ბოროტ კაცუნას მეუღლის თვალწინ ვეცემე. როცა მეუღლე იქვე რესტორანთან ახლოს სახლში მივიყვანე, დავტოვე და უკან მოვბრუნდი რესტორანში, მარტო და უიარაღო ვაჟკაცს დიდი გულის კაცს, თამაზ ელიზბარაშვილს, იქ ამ შვიდი კაცუნიდან აღარავინ დამხვდა. გაქცეულან მილიციაში (და არა პოლიციაში) და შვიდივე კაცუნამ საჩივარი დაწერა, თამაზი ბიძიამ დაგვიბარა, ცოლს ავიყვან სახლში, დავბრუნდები და ყურს აგიწევთო.
მილიციისთვის კი ეს საჩივარი საკმარისი იყო იმისთვის რომ შემოვარდინილიყვნენ ჩემს სახლში საჩხრეკად. ჩემი 8თვის პატარა ნიკოლოზის რბილი თოჯინებიც კი გამოშინგეს და შიგ რას ეძებდნენ ეს “დოქსოპოლოები”? ეს არ იკმარეს და ჩემი ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედის სახლიც გაჩხრიკეს, მწოლიარე დედა საწოლიდან გადააწვინეს იქვე ტახტზე და მისი ლოგინიც კი გაჩხრიკეს ამ ბინძურმა “დოქსოპოლებმა”. და გონიათ რომ ამ ბოროტებით გული მატკინეს! რას ეძებდით თქვენ ურჯულოებო? ის რითაც მე თავი მომწონს ჩემი ბიჭობით და კაცობით მკერდში მიდევს , დიახ მკერდში მიდევს ის რაც თქვენ არ გაქვთ, არ გაქვთ იმიტომ რომ უდედოს ხართ გაზრდილი და ძარღვებში სისხლის მაგივრად ფეკალიები გიდუღთ!
მე დღეს აქ გლდანის ციხის საკანში გამოკეტილი თქვენზე თავისუფალი, ამაყი და ძლიერი ვარ, თქვე წუპაკო მამაძაღლებო”,- წერს ელიზბარაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს კი პროკურატურამ მას მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა. გამოძიება მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს, რომელთაგან ოთხის ვინაობაა ცნობილი. ელიზბარაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლილუაშვილის თანაგუნდელის განაჩენი ცნობილია
  • საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • რესტორნის სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს კუჭაშვილის აგრესია და თავდასხმა – ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge