N54 საჯარო სკოლის ორი პირველკლასელი მოსწავლე, რომლებსაც თბილისში ეძებდნენ, იპოვეს.
როგორც N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური “Ambebi.ge”-სთან ამბობს, ყველაფერი მომენტალურად მოხდა.
“უბრალოდ მომენტალურად მოხდა ყველაფერი, მერე დავინახეთ კამერებში, რომ ჭიშკარს იქით იყვნენ გადასულები, გზაზე გადავიდნენ ჩავრთეთ პატრული და ვიპოვეთ ორივე”, – ამბობს დირექტორი.
ცნობისთვის, ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
