პროტესტი მისაქციელის სკოლასთან – მშობლებთან შესახვედრად ხუნდაძე და ექსპერტები ჩავიდნენ.
შეხვედრა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრი და მიქანაძის მოადგილეც იმყოფებიან. ახლა მათ უნდა დაუსაბუთონ სკოლის დირექციას და მოსახლეობასაც, რომ ექსპერტები არ ცდებიან, როცა ამბობენ რომ სოფლის ერთადერთი სკოლა ავარიულია და მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
პარალელურად კი შენობის გარეთ სოფლის მოსახლოებაა შეკრებილი. როგორც მშობელბი ამბობენ, ისინი არ აპირებენ დისტანციურ სწავლებას დათანხმდნენ.
“არანაირი დასკვნა არ აქვთ, ასე ვიღაცის ხუშტურებზე უნდა ვიაროთ. გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე სკოლა დისტანციურზე დასვან. ონლაინზე მე-11 და მე-12 კლასის მშობლები არ დავთანხმდებით, ახლა სჭირდებათ მაგათ სწავლა და განათლება წესიერად, რომ სტუდენტები გახდნენ. მე მინისტრსაც ვკითხავ მაგას აუცილებლად. თუ არ უნდათ, რომ სტუდენტები ჰყავდეთ მომავალ წელს, გვითხრან პირდაპირ, რომ არ გვჭირდება თქვენი განათლებული შვილები და რაც გინდათ, ის გიქნიათ”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პასუხები ექნებათ მშობლებს სამინისტროს წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან.
