რა გავლენას ახდენს დროში გაწელილი გზების მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკაზე. 20 წლიანი მოდერნიზაციის შემდეგაც კი, საერთაშორიოს მარშტურებისთვის შექმნილი გზების მშენებლობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, პირველი მიზეზი კონტრაქტების შეუსრულებლობა და კომპანიის მიერ დარღვეული პირობებია.
ასევე, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამას ემატება სახელმწიფოს მხრიდან სუსტი მენეჯმენტი და ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან კორუფციული გარიგებები.
მკვლევარები ამბობენ, რომ რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და მეზობელი რეგიონები ავტომაგისტრალებს სწრაფი ტემპით აშენებენ. ეს კი ბუნებრივია ქვეყნის ეკონომიკაზეც ცუდად აისახება.
აღმოსავლეთ მიმართულება, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თითქმის, 20 წელი გრძელდება ავტობანის მშენებლობა, არსებული მდგომარეობით 25 % კიდევ დარჩენილია ასაშენებლად. რეალურად, 2032 წელს, როგორც არის გაცხადებული, დასრულდება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი. ბუნებრივია ისმის კითხვა, რით არის განპირობებული, რომ ასე გაჭიანურდა მშენებლობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახლემწიფოს არ გააჩნია და ვერ შეძლო ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეს ყველაფერი კი თანხვედრაშია კორუფციულ მომენტებთან. პრემიერ კვირიკაშვილის დროს იყო დაანონსებული 4 პუნქტიანი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სივრცითი განვითარების გეგმა, ამან სახეცვლილება განიცადა და ასეთი გაჭიანურება და გადავადება აისახება ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. როდესაც ესა თუ ის პროექტი არ არის დასრულებული, შემდეგ დონორთან მიდიხარ და ხელახალ თანხას ითხოვ, აქ იცვლება მოცულობა საპროცენტო განაკვეთის, და დონორიც არ მოდის თანხის გამოყოფაზე. გაჭიანურებული პროექტი იწვევს შემდგომში გაძვირებას ამა თუ იმ პროექტის. მაგალითად, კახეთის მიმართულებით, 1 მილიონი იყო 2018 წელს ღირებულება დაანონსებული და დღეს უკვე სამჯერაა გაზრდილი. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო იყოს მყარ ბალიშზე, მის ინფრაქტრუქტურაზე და ეს იყო მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფუნდამენტი, ჩვენ დღედღეობით, პირობითად, რუსი ტურისტების შემოდინებას და ფინანსურ სახსრებზე ვართ დამოკიდებული, – ამბობს კვლევის ავტორი.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, რამდენიმე ყველაზე რთულ მონაკვეთს ასახელებს, რომელმაც მაგისტრალის მშენებლობა, ფაქტობრივად, შეუსრულებელ მისიად აქცია. პირველი – სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, მეორე – გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი, მესამე – ბათუმის სარფის გზის მშენებლობა და მეოთხე – რიკოთის მონაკვეთი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ კორუფციის დამსახურებაა ის, რა შედეგსაც ვიღებთ.
საქართველოს ისტორიულად ჰქონდა სატრანზიტო ფუქნცია და ის აკავშირებდა 2 კონტინენტს ერთმანეთთან. თუმცა, ქართული ოცნების პირობებში, ელემენტარულის აჭირობა, რაც არის, რომ გზა გააკეთონ, ამას ვერ აკეთებენ, უკვე მრავალი წელია. საზოგადოებას ახსოვს სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჯერ არ გახსნილი ხიდი როგორ ჩავარდა. ბოლო დღებში ვნახეთ, რამდენიმე დღის გახსნილი გზა ხელახლა იქნა გასაკეთებლი. ჩვენი მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი, თავიანთ ადგილმდებაროებას იყენებენ და ცდილობენ ის დანაკლისი, რაც საქართველოს გმო იქმნება, შეავსონ და გაატარონთავიანთ ტერიტორიაზე ტვირთები. „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ორი რამ, რაც არ კეთდება მნიშვენლოვანი პროექტები ამ ქვეყანაში. ერთი ეს არის კორუფცია, მეორე კი უუნარობა, რადგან მათ პრიობებში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაიმე მნიშვნელოვანი, დიდი პროექტი ინფრასტრუქტურული, სამწუხაროდ, არ გაკეთებულა, ამ ქვეყანაში – აცხადებს თორნიკე ართქმელიძე.
საგანგაშო მდგომარეობაა დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით, – ამბობს ბესო დონაძე და მიიჩნევს, რომ როდესაც შენდება საერთაშორისო პროექტი და არ სრულდება, ამაზე სახელმწიფოდან ვინმემ პასუხი უნდა აგოს.
საგანგაშო მდგომარეობაა დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით, ეს ეხება როგორც საერთაშორისო პროექტებს, ასევე ადგილობრივ პროექტებს. 13 წლის განმავლობაში, როდესაც შენდება საერთაშორისო პროექტი და არ სრულდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოდან ვინმემ პასუხი უნდა აგოს, ანუ მთავრობიდან პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით და რამდენიმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადასტურდა, რომ ყალბი დოკუმენტებით, უხარისხო საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყვეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს მდგომარეობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე “ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში , – განაცხადა ბესო დონაძემ.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა დათვალა ისიც, თუ რა ტემპით მიმდინარეობს ავტომაგისტრალის მშენებლობა. როგორც ირკვევა, 2020 წლამდე შედარებით სწრაფად შენდებოდა გზები, თუმცა, ბოლო 6 წლის განმავლობაში, დაახლოებით ორჯერ ნაკლებია მშენებლობის ტემპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ისევ უცნობია, როდის დასრულებდა აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მშენებლობა.
