Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრანტების შემცირებას სახელმწიფო გაძვირებული სერვისებით მიღებული ჭარბი შემოსავლებიდან აკომპენსირებს

September 25, 2026
გრანტების შემცირებას სახელმწიფო გაძვირებული სერვისებით მიღებული ჭარბი შემოსავლებიდან აკომპენსირებს

„2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში საზღვარგარეთიდან 118.3 მილიონი ლარის გრანტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 60%-იანი კლებაა,“ – ამის შესახებ IDFI-ს პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, 2025 წელს გრანტების საერთო რაოდენობის კლება უმეტესწილად განაპირობა ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების შეჩერებამ, რომელიც სრულად მოემართებოდა ევროკავშირიდან.

„2025 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მიზნობრივი, ასევე საინვესტიციო გრანტები. კერძოდ, 2025 წელს საინვესტიციო გრანტები 44.2 მილიონიდან 38.9 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მიზნობრივი გრანტები 83.4 მილიონიდან 79.4 მილიონამდე.

გასულ წელს საზღვარგარეთიდან შემცირებული გრანტების მოცულობა, დაკომპენსირდა სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების სახით შესული შენატანებით. კერძოდ, 2025 წელს , სსიპ-ებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით რეკორდულად დიდი თანხა 161.3 მილიონი ლარი შევიდა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის გეგმით, გათვალისწინებულია 260 მილიონი ლარის მიღება, რაც 2025 წელთან შედარებით 61%-იანი (+99 მილიონი ლარი) ზრდაა,“ – ნათქვამია IDFI-ს კლევაში.

როგორც პუბლიკაციაშია განმარტებული, სსიპ-ების ბიუჯეტში, თავისუფალი ნაშთის სახით არსებულ ფინანსურ რესურსს წარმოშობს ჭარბი შემოსავლები, რომელიც ძირითადად მიიღწევა მათ სერვისებზე დადგენილი საფასურებით (სწორედ ეს რესურსი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის გადაწყვეტილებით).

კვლევის თანახმად, 2026 წლის 1-ლი ნახევრის მონაცემებით, ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი სსიპ-ები იყო: შსს მომსახურების სააგენტო; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; შემოსავლების სამსახური; დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

„სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი კონტრიბუტორი სსიპ-ების ჭარბი შემოსავლები, უმეტესწილად განპირობებულია მათი სერვისების სატარიფო პოლიტიკით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოს მმართველი ძალა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემცირებული საზღვარგარეთის გრანტების (ანუ ფინანსური დახმარების) კომპენსირებას ახდენს, სწორედ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაძვირებული სახელმწიფო სერვისებით მიღებული ჭარბი შემოსავლებიდან,“ – ნათქვამია IDFI-ს კვლევაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რესტორნის სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს კუჭაშვილის აგრესია და თავდასხმა – ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან
  • “ირაკლი ანთაძის ჩვენებები გარკვეულ ნაწილში იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში – არაობიექტური”-გიორგი გახარიას ადვოკატი
  • უკრაინამ რუსეთის კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge