Friday, September 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

September 25, 2026
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით, მზად იყვნენ შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა, ასევე ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში აკადემიური თავისუფლების ინდექსი შემცირდა
  • “პროტესტი არსებობს ამ ქვეყნის ყველა ქუჩაზე, ყველა ქალაქში, ყველა დაბასა და ყველა სოფელში” – გრიგოლ გეგელია
  • “გაეროში გამოსვლისას კობახიძემ წაიტრაბახა, , რომ ქვეყანაში დიდი ინვესტიციები შემოდის. ეს არის მანიპულაცია” – რას წერს რომან გოცირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge