ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაზისუბანში ხე წაიქცა და გაჩერებულ მანქანას დაეცა. ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მანქანის მფლობელი.
“ჩემი მანქანა იყო. მაგით ვარჩენდი ავადმყოფ მეუღლეს და ორი მცირეწლოვან ბავშვს. რა მეშველება, არ ვიცი. თან ქირით და მეუღლეც ონკოლოგიურ წამლების ქვეშ. […] ისნის გამგეობაში დავწერე წერილი და არ ვიცი რა იქნება, გაგიჟებასა ვარ” – წერს მოქალაქე ნემო როსტიაშვილი და თბილისის მერიას დახმარებას სთხოვს.
