Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

September 24, 2026
“სასწორზე შემდეგი არჩევნები დევს – საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს”– სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კრიზისზე გაამახვილა ყურადღება საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

დისკუსია საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მოაწყო – ღონისძიება ჯგუფის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა სტივი გუსტავმა და სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის პარლამენტის წევრები, სენატორები, პოლიტიკური მოღვაწეები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პრესსამსახურის ცნობით, გახსნით სიტყვაში ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში “დემოკრატიული სივრცის შეზღუდვასა და რეპრესიებზე”.

ზურაბიშვილის თქმით,”ქვეყანაში მიმდინარეობს მოსაზრებებისა და სამოქალაქო ქცევის კრიმინალიზება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დემონტაჟი, ოპოზიციური პარტიები კი, აკრძალვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან”.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე,  ე.წ. „ნაცრისფერი ზონად” გადაქცევაზე და აღნიშნა, რომ “საქართველო ექცევა რუსეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული გავლენის ქვეშ, რასაც ხელი შეუწყო მსხვილი ჰესების პროექტების შეჩერებამ. პარალელურად, პორტები, საჰაერო მიმოსვლა და კრიპტოვალუტის სექტორი აჩენს სერიოზულ კითხვებს რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით”.

მისი თქმით,  “ხელისუფლება ახორციელებს სისტემურ შეტევას ქართულ იდენტობასა და კულტურაზე (მათ შორის Kordz-ის კონცერტისა და ფესტივალის გაუქმების მაგალითზე), იყენებს „რუსოფობიის“ ნარატივს კრიტიკის ჩასახშობად და ცდილობს ისტორიული მეხსიერების რევიზიას”.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მკაცრი კანონებისა და ჯარიმების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, სინდისის პატიმრები და ცალკეული მოსამართლეები აგრძელებენ პრინციპულ წინააღმდეგობას.

მეხუთე პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული მხარდაჭერისა და სოლიდარობის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ “საქართველოს მაგალითი არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის. ევროპული მხრიდან საჭიროა მკაფიო, დროული პოლიტიკური რეაქცია და დიპლომატიური სოლიდარობა, რათა ავტორიტარულ ტენდენციებს შესაბამისი ფასი დაედოს”.

პრესსამსახურის ცნობით, კოლოქვიუმის ფარგლებში გაიმართა ორი სამუშაო დისკუსია : „თავდასხმები დემოკრატიაზე 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“ და „კულტურა, როგორც წინააღმდეგობის ინსტრუმენტი“.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოში გამართული საპროტესტო აქციებისა და არსებული რეპრესიების ამსახველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეომასალა.

აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი უპირველესად ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობაზეა დამოკიდებული, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და პროცესების მეთვალყურეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში – გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანს ავტომობილი დაუზიანეს
  • ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარინა ვლადი გარდაიცვალა
  • “მისი წარმატება ასჯერ მეტად გამიხარდება”- ვისზე საუბრობს ხვიჩა კვარაცხელია?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge