7 დაღუპული და 12 დაშავებული – რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სტარაია გნილიცაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყეს
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ფერმის თანამშრომლები არიან.
მისი თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
