Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფეისბუქ პოსტების გამო მიღებულ კანონებზე მოსამართლის სარჩელი რეალობის იდენტიფიცირებას ახდენს – იურისტები

September 24, 2026
ფეისბუქ პოსტების გამო მიღებულ კანონებზე მოსამართლის სარჩელი რეალობის იდენტიფიცირებას ახდენს – იურისტები

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სარჩელი სკონსტიტუციოში, რომელიც ფეისბუქ პოსტების გამო მიღებული კანონების გადახედვას ითხოვს, ძალიან საინტერესო რეალობის იდენტიფიცირებას ახდენს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძის განცხადებით, მოსამართლე სწორი კიტხვა დასვა და საინტერესოა, ჩვეულებრივი პარლამენტის წევრის და პრემიერის მიმართ სკაბრეზული გამონათქვამების გამოყენება უფრო ძვირი რატომ ღირს.

ძალიან საინტერესო რეალობის იდენტიფიცირება მოახდინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამაერთლემ – თუ თქვენ შეურაცხყოფას მიაყენებთ ექიმს, პედაგოგს, სუპერმარკეტის კონსულტანტს, თქვენ დაგეკისრებათ ჯარიმა 500- დან 300 ლარამდე, ან 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, თუმცა შეიძლება ეს სასჯელი არც დაგეკისროთ და მოსამართლე შენიშვნით შემოიფარგლოს, მაგრამ, თუ თქვენ შეურაცხყოფას მიაყენებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ გორდულაძეს, ლევან მახაშვილს, ნინო წილოსანს, დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა 1500 დან 4000 ლარამდე და 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა და ვერცერთ შემთხვევაში, ზეპირი შენიშვნით თქვენ მოსამართლე ვერ გაგათავისუფლებთ. მოსამართლემ დასვა სწორი კითხვა – რატომ, ჩვეულებრივი პარლამენტის წევრის და პრემიერის მიმართ სკაბრეზული გამონათქვამების გამოყენება უფრო ძვირი რატომ ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი პირის შეურაცხყოფა, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი, სანდრო ბარამიძე კი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები კარგია, თუმცა, წარდგინება შესაძლოა, უკეთესად ყოფილიყო დასაბუთებული.

მისასალმებელია მისი ეს ნაბიჯი, თუმცა, ასეთი წარდგინება შესაძლოა, უკეთესად ყოფილიყო დასაბუთებული, მაგალითად, ძირითადი, რასაც ეყრდნობა მოსამართლე, არის ის, რომ ისედაც გვაქვს წვრილმანი ხულიგნობის მუხლი, რომელიც წესით იცავს ყველა ადამიანს, მათ შორის, ყოფილ ჩინოვნიკებსაც, და არ იყო საჭირო სპეციალური მუხლის მიღება, სპეციალურად “ჩინოვნიკების“ დასაცავადო. ამგვარი დასაბუთების ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ წვრილმანი ხულიგნობის დასაბუთების მუხლიც ძალიან შემზღუდველია, – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

მოსამართლის კიდევ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს უფლებას აძლევს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო, მოქალაქეები დაიჭირონ ან დააჯარიმონ.
მოსამართლემ სარჩელი მას შემდეგ შეადგინა, რაც თავად განიხილა ერთ-ერთი მოქალაქის საქმე, რომლის დასჯასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები კალაძის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო ითხოვდნენ.
სარჩელის ავტორი, ციცინო კიკვაძე ამბობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ცალკე სპეციალური მუხლი არსებობდეს, მითუმეტეს უფრო მკაცრი სანქციით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი, შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • ევროკავშირის საელჩო გორში ფესტივალისა და KORDZ- ის კონცერტის გადადების გამო სინანულს გამოთქვამს”
  • სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge