ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.
მაშინ როცა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შედიოდა, მას ქართველმა ქალბატონებმა უთხრეს, რომ “მონა მთავრობას” ემსახურება.
არ გრცხვენია ქალბატონო ბოჭორიშვილო? მონა მთავრობას ემსახურებით, რატომ არ გაჩერდა ქალბატონი, რატომ არ გველაპარაკა”, – უთხრეს ბოჭორიშვილს.
მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან არ გაჩერდა. რესტორანთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყების თანამშრომელი გაესაუბრა. მას ქალბატონებმა უთხრეს, რომ შვილებსიგან შორს ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წამოსულები.
“საქართველოშიც არის სამუშოა ადგილები” – უთხრა საგარეო თანამშრომელმა პროტესტის მონაწილეებს.
თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან გადაიფიქრა.
