Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გამოძიება უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულზე – დიპლომატები ქვეყნის რეპუტაციულ ზიანზე საუბრობენ

September 24, 2026
გამოძიება უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულზე – დიპლომატები ქვეყნის რეპუტაციულ ზიანზე საუბრობენ

გამოძიება უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულზე – დიპლომატები ამბობენ, რომ ასეთი სკანდალის შემდეგ, პირველი რასაც საგრეო საქმეთა სამინისტრო უნდა კეთებდეს, საპატიო კონსულისთვის სტატუსის შეჩერებაა.

უნგრული მედია საქართველოს საპატიო კონსულს „ოქროს ვიზების“ ბიზნესთან კავშირზე წერს
მათი თქმით, მანამდე კი ვიდრე ხვა ქვეყნებში კონსულს დანიშნავენ, დეტალურად უნდა გაიარონ და ფრთხილად შეარჩიონ პირი, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოაჩენს.

თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ამის საფუძვლეზე, როგორც მინიმუმ უნდა შეუწყდეს ეს ფუნქცია, – ამბობენ დიპლომატები.

ზოგადად უნგრეთი ევროპულ ოჯახს უბრუნდება, ამ პროცესის ნაწილია დიპლომატიური სამსახურის მოწესრიგებაც, რასაც აწარმოებს ახლა უნგრეთი. ვფიქრობ ის სკანდალი, რომელიც ახლა საქართველოს საპატიო კონსულზეა დაწყებული, ამ პროცესის ნაწილია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საპატიო კონსულებად ინიშნება იმ ქვეყნსი მოქალაქე. მე როგორც მესმის, ეს ადამიანი არ იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, ეს თავისთავად გარკვეულ კითხვებს ბადებს. თუ ასეთ თაღლითობაშია ბრალდებული ნამდვილად, პირველ რიგში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომ უნდა აწარმოოს კონსულტაცია, თავის უნგრელ კოლეგებთან და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ამის საფუძვლეზე, როგორც მინიმუმ უნდა შეუწყდეს ეს ფუნქცია. შემდეგ კი სამართალდამცველების როლია, გამოააშკარაონ, რამდენად მიუძღვის ბრალი ამა თუ იმ საქმეში, ამ პიროვნებას და შესაბამისად, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხიც, – განაცხადა “ჯერ საქართველოს“ წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დიპლომატი გიგი გიგიაძე რეპუტაციულ ზიანზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში წყვეტს მასთან ურთიერთობას და აუქმებს მისი საპატიო კონსულის სტატუსს.

კონსულის შერჩევა არის ძალიან რთული პროცესი, ამას სჭირდება კანდიდატის ძალიან კარგად გამოკვლევა, თითოეულ კანდიდატთან მიმართებით შესაბამისი სამუშაოს განხორციელება, მხოლოდ ამის შედემგ ხდება საპატიო კონსულის არჩევა. მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორმალურ ქვეყანაში წყვეტს მასთან ურთიერთობას და აუქმებს მისი საპატიო კონსულის სტატუსს. ეს ხდება ხოლმე ჩვეულებრივად, როდესაც მსგავს გადაცდომას აქვს ადგილი. რა საკვირველია, ეს რეპუტაციული ზიანია, მაგრამ მთავარი ზიანი არის მაშინ, როდესაც ადამიანის გადამოწმების გარეშე ხდება კანდიდატის შერჩევა, – ამბობს გიგი გიგიაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 36 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები
  • ტემპერატურის კლება და ნალექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
  • 7 დაღუპული და 12 დაშავებული – რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge