Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლულ თამაზ მთივლიშვილის საქმეზე

September 23, 2026
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლულ თამაზ მთივლიშვილის საქმეზე

“დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და სამი მოწ­მის და­კი­თხვას, რომ­ლე­ბიც არი­ან უშუ­ა­ლოდ მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლე­ბი (ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, ლუკა გვე­ნე­ტა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე), რომ­ლებ­მაც რა­დი­კა­ლუ­რად და კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლეს ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­დეს და შე­მო­ი­ტა­ნეს უამ­რა­ვი ახა­ლი დე­ტა­ლი, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­ტა­ლე­ბი და სა­კუ­თარ თავ­თან მო­დი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში,“- ამის შე­სა­ხებ სა­შა­ურ­მის თა­ნამ­შრომ­ლის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა და­ვით კუ­ტა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, “სწო­რედ იმან, რომ სა­მი­ვე მოწ­მემ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა ინ­ფორ­მა­ცია, აი­ძუ­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რე, რომ დღეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა სი­ი­დან ის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ეხ­სნა და ეთ­ქვა, რომ მათ აღარ იყე­ნებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად“. “ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ას­რუ­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა. დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და სამი მოწ­მის და­კი­თხვას, რომ­ლე­ბიც არი­ან უშუ­ა­ლოდ მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლე­ბი, მათ რა­დი­კა­ლუ­რად და კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლეს ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­დეს. შე­მო­ი­ტა­ნეს უამ­რა­ვი ახა­ლი დე­ტა­ლი, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო დე­ტა­ლე­ბი და სა­კუ­თარ თავ­თან მო­დი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში.

სწო­რედ იმან, რომ სა­მი­ვე მოწ­მემ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა ინ­ფორ­მა­ცია, აი­ძუ­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რე, რომ დღეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა სი­ი­დან ის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ეხ­სნა და ეთ­ქვა, რომ მათ აღარ იყე­ნებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად. ეს არის უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ გვაქვს თი­თო­ე­უ­ლი მოწ­მის მხრი­დან შეც­ვლი­ლი, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რა თქმა უნდა, სა­ბო­ლო­ოდ უნდა შე­ფას­დეს სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სას და დას­კვნი­თი სი­ტყვე­ბი­სას.

დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას, რათა სა­სა­მარ­თლოს ენა­ხა, თუ რაზე სა­უბ­რო­ბენ ეს პი­რე­ბი უშუ­ა­ლოდ მომ­ხდა­რი­დან სამი დღის შემ­დეგ და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. ბრალ­დე­ბის მხა­რემ კი სა­ერ­თოდ ამო­ი­ღო იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნუს­ხი­დან, რო­მელ­საც ემ­ყა­რე­ბა სა­კუ­თარ დას­კვნით სი­ტყვა­ში. ისი­ნი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში უამ­რავ რა­ი­მეს ჰყვე­ბოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბულს.

ერთ-ერთი მოწ­მე ამ­ბობ­და, რომ თით­ქოს სახ­ლში და­უბ­რუ­ნეს მო­ბი­ლუ­რე­ბი, დღეს კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ მას კონ­კრე­ტულ პი­რებ­თან ჰქონ­და ზა­რე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და სა­უბ­რე­ბი იყო შემ­დგა­რი.

სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე. ეს ზა­რე­ბი კი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია 23:00 სა­ა­თი­დან ღა­მის 02:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში მა­შინ, რო­დე­საც, თვი­თონ მოწ­მის მტკი­ცე­ბით, მას თით­ქოს ტე­ლე­ფო­ნი არ უნდა ჰქო­ნო­და. უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს, დარ­ჩა ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რაც მათ სა­სა­მარ­თლო­ში მის­ცეს. ეს ჩვე­ნე­ბე­ბი, შე­ფა­სე­ბუ­ლი და შე­და­რე­ბუ­ლი უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბის დროს მი­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, ერ­თმა­ნეთ­თან თავ­სე­ბა­დო­ბი­სა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რა­ზეც სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბა დას­კვნით სი­ტყვა­ში.

გვაქვს ობი­ექ­ტუ­რი გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი იმ გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც სა­ხე­ზე გვაქვს. ვფიქ­რობ, სა­სა­მარ­თლო მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს.

ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­თა და მას­თან შემ­დგა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ ის და­ი­კი­თხოს სა­სა­მარ­თლოს მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და და­ვით კუ­ტა­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ერთ-ერთი სა­შა­ურ­მის თა­ნამ­შრომ­ლის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი აქვს. კერ­ძოდ, რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა დას­ტურ­დე­ბა და ამი­ტომ ბრალ­დე­ბის მხა­რე, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე სას­ჯელს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას მო­ი­თხოვს.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი 17 თე­ბერ­ვალს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ცე­მის შე­დე­გად, მათ შო­რის, მწვა­ნი­ლის საჭ­რე­ლი და­ფით მოკ­ლეს. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იპო­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პირი მი­ე­ცა, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად 3 პი­რის და­კა­ვე­ბა შეძ­ლეს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ, მათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლებს – ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს, საბა რო­ბა­ქი­ძეს, ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს ინ­ტერ­პო­ლი ამ დრომ­დე ეძებს, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში და­ა­კა­ვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“
  • ამინდი იცვლება – პროგნოზი 30 სექტემბრამდე
  • რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტები შესაძლოა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიწვიონ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge