18 წელი ტრაილერის მძღოლს – ირანის მოქალაქე, რომლის სატვირთო ავტომობილში მარმარილოს ფილებში გადამალული ნარკოტიკები აღმოაჩინეს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61235,692 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთში დამალვის გზით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61235,692 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთში დამალვის გზით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”.- წერია პროკურატურის განცხადებაშუ.
